1. ტერმინთა განმარტება

• პლატფორმა — ვებგვერდი www.bash.ge, რომელიც წარმოადგენს შუამავალ ონლაინ ვებგვერდს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს შორის.

• მომხმარებელი — ნებისმიერი ფიზიკური (18 წელს მიღწეული) ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით და ახორციელებს შეკვეთას.

• მომწოდებელი (ვენდორი) — მესამე პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც პლატფორმის მეშვეობით სთავაზობს მომხმარებლებს პროდუქციას ან მომსახურებას.

• შეკვეთა — მომხმარებლის მიერ პლატფორმის საშუალებით გამოხატული ნება კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის მიღებაზე.

2. ზოგადი დებულებები 

2.1. წინამდებარე პირობები არეგულირებს პლატფორმით სარგებლობის წესებს და ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. 

2.2. პლატფორმაზე რეგისტრაციით ან გადახდის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო პირობებს და ეთანხმება მათ. 

2.3. პლატფორმა მოქმედებს მხოლოდ როგორც მედიატორი (შუამავალი) და არ არის საბოლოო პროდუქტის ან სერვისის უშუალო მიმწოდებელი. 

3. მომხმარებლის უფლებები და ინფორმაციის სიზუსტე

3.1 მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს სრული და ზუსტი ინფორმაცია სერვისის/პროდუქტის მახასიათებლებისა და ფასის შესახებ.

3.2 პლატფორმაზე განთავსებული ფოტო/ვიდეო მასალა ატარებს საილუსტრაციო ხასიათს და შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს რეალური პროდუქტისგან/სერვისისგან.

4. ასაკობრივი შეზღუდვა და რეგულირებადი პროდუქცია 

4.1. პლატფორმის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ 18 წლის ან უფროსი ასაკის ქმედუნარიანი პირებისთვის. 

4.2. ალკოჰოლური სასმელების ან სხვა რეგულირებადი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მომწოდებელი ან კურიერი უფლებამოსილია მოითხოვოს ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეუსაბამობის შემთხვევაში, პროდუქცია არ გაიცემა და თანხა არ ბრუნდება. 

5. ანგარიშსწორება და შეკვეთის დადასტურება 

5.1. შეკვეთა ითვლება მიღებულად და ჯავშანი დადასტურებულად მხოლოდ გადახდის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. 

5.2. ფასები მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. 

5.3 პლატფორმა იტოვებს უფლებას, გააუქმოს შეკვეთა იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის/სერვისის ფასი აშკარად მცდარია (ტექნიკური ხარვეზის გამო). ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხა სრულად. 

6. მომსახურების (ღონისძიების) გაუქმება 

6.1 სადღესასწაულო მომსახურების (დაბადების დღეები, წვეულებები) გაუქმებისთვის მოქმედებს  შემდეგი წესი: 

• ღონისძიებამდე 72 საათით (3 დღით) ადრე გაუქმების შემთხვევაშიმომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხის 100%. 

• ღონისძიებამდე 24 დან 72 საათამდე გაუქმების შემთხვევაში პლატფორმა/მომწოდებელი იტოვებს უფლებას დაიკავოს გადახდილი თანხის 30%, როგორც ჯარიმა.

• ღონისძიებამდე 24 საათზე ნაკლები დროით ადრე გაუქმების შემთხვევაშიგადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

• მომწოდებლის მიზეზით გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხის 100%. 

6.2 საკვები პროდუქცია და სასმელი:

საკვები პროდუქტების (ქეითერინგი, ტორტი, მალფუჭებადი პროდუქცია) სპეციფიკიდან გამომდინარე, მათზე არ ვრცელდება უპირობო დაბრუნების წესი, საკვების შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ მოხდება, თუ მომწოდებელს უკვე დაწყებული აქვს მომზადების პროცესი ან შეძენილი აქვს იგრედიენტები კონკრეტული შეკვეთისთვის.

6.3 ინდივიდუალური დეკორი:

პერსონალიზებული დეკორაციების (მაგ: ბანერი სახელით, ინდივიდუალური დიზაინით) გაუქმება დასაშვებია მხოლოდ მათ დამზადებამდე. დამზადების პროცესის დაწყების შემდგომ, თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. 

6.4 მომსახურების გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელმა პლატფორმას უნდა აცნობოს წერილობითი ფორმით, პლატფორმაზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით. გაუქმების ათვლა იწყება პლატფორმის მიერ შეტყობინების მიღების დადასტურების მომენტიდან, შეტყობინება მიღებულად ითვლება მხოლოდ სამუშაო საათებში (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი), სამუშაო საათების შემდგომ გამოგზავნილი მოთხოვნის ათვლა დაიწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

6.5 საბანკო საკომისიო:

თანხის დაბრუნებისესას, ბანკის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკლდება მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ თანხას. 

7. პასუხისმგებლობის გამიჯვნა

7.1. მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებასა და ჯეროვან შესრულებაზე სრულად პასუხისმგებელია მომწოდებელი (ვენდორი).  

7.2. პლატფორმა არ აგებს პასუხს მომწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევაზე, თუმცა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს მომხმარებელს თანხის უკან დაბრუნებაში. 

8. პერსონალური მონაცემები 

8.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. დავების გადაწყვეტა და ფორსმაჟორი

9.1 ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო. 

9.2 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) გარემოებებით (სტიქიური უბედურება, პანდემია, სახელმწიფო შეზღუდვები და ა.შ).

10. დასკვნითი დებულებები  

8.1. პლატფორმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პირობებში. 

8.2. გადახდის ღილაკზე დაჭერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი ნება თავისუფალია და იგი სრულად აცნობიერებს წესებსა და პირობებს.