Privacy Policy
კონფიდენციალურობის პირობები
მიზანი
ვებგვერდზე www.bash.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად BASH Digital Event Marketplace მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
მომხმარებელი, რომელიც BASH Digital Event Marketplace-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას BASH Digital Event Marketplace-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს BASH Digital Event Marketplace-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, BASH Digital Event Marketplace-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს BASH Digital Event Marketplace-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- BASH Digital Event Marketplace (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ფერადი ქარხანა“, საიდენტიფიკაციო კოდი 405252499, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ. შატბერაშვილის ქ. N4
2. პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
3. მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
4. მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
5. მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
6. მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
7. პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
თანხმობა
BASH Digital Event Marketplace-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, BASH Digital Event Marketplace-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია BASH Digital Event Marketplace-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
BASH Digital Event Marketplace მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
· არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
· მონაცემთა დამუშავება საჭიროა BASH Digital Event Marketplace-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
· მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
· BASH Digital Event Marketplace-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
· BASH Digital Event Marketplace_ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
· მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
· მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
· BASH Digital Event Marketplace -ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
· მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
· მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
· BASH Digital Event Marketplace -ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
· ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
· მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
· მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
· მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
· მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
· BASH Digital Event Marketplace-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
· სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
· კანონიერი ინტერესების დაცვა;
· BASH Digital Event Marketplace -ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს BASH Digital Event Marketplace -ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
· მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება BASH Digital Event Marketplace -ის მიერ;
· მონაცემთა დამუშავების მიზანი
· მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
· რა გზით შეგროვდა მონაცემები;
· ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში BASH Digital Event Marketplace ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ BASH Digital Event Marketplace -ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია BASH Digital Event Marketplace-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
ქოლ-ცენტრი
BASH Digital Event Marketplace -ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.
BASH Digital Event Marketplace -ის ვებგვერდის გამოყენების პირობები
მომხმარებლის მიერ BASH Digital Event Marketplace -ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას BASH Digital Event Marketplace -ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.
მომხმარებელი ვალდებულია BASH Digital Event Marketplace -ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
არასრულწლოვანი პირი
BASH Digital Event Marketplace არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, BASH Digital Event Marketplace უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ BASH Digital Event Marketplace -ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.
ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს
პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება სერვისის მომწოდებლებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის სასურველი სერვისის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისართზე და დროზე. პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი სერვისების მიწოდების მიზნით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით BASH Digital Event Marketplace -ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად BASH Digital Event Marketplace იტოვებს უფლებას, ხსენებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გაუწევენ BASH Digital Event Marketplace -ს სარეკლამო მომსახურებას.
BASH Digital Event Marketplace უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერ მესამე პირს.
პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა BASH Digital Event Marketplace -ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს BASH Digital Event Marketplace -ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს BASH Digital Event Marketplace აღნიშნულში არ მოიაზრება BASH Digital Event Marketplace-ის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.
ლოგ ფაილები და cookies
BASH Digital Event Marketplace სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, BASH Digital Event Marketplace იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
· IP მისამართი
· მოწყობილობის ტიპი
· ბრაუზერი
· ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
· რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი BASH Digital Event Marketplace -ის ვებგვერდზე
· ინფორმაცია BASH Digital Event Marketplace -ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.
ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
· გავაანალიზოთ ტრენდები
· BASH Digital Event Marketplace -მა მართოს ვებგვერდი
· აწარმოოს სტატისტიკა
· თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით
· ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად
· რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად
ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.
Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
მონაცემების მიღება
BASH Digital Event Marketplace ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
· როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
· როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
· როდესაც მომხმარებელი იყენებს BASH Digital Event Marketplace-ის ვებგვერდს და ჩატს
რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
· მობილურის ნომერი
· ელექტრონული ფოსტა
Adress
· სახელი და გვარი
· ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.
პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. BASH Digital Event Marketplace -ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. BASH Digital Event Marketplace იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
BASH Digital Event Marketplace პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას BASH Digital Event Marketplace ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
უსაფრთხოება
BASH Digital Event Marketplace -ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. BASH Digital Event Marketplace გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში BASH Digital Event Marketplace იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
BASH Digital Event Marketplace მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას BASH Digital Event Marketplace -ის სერვერებზე.
მესამე მხარე
BASH Digital Event Marketplace იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს BASH Digital Event Marketplace -ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, BASH Digital Event Marketplace მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის BASH Digital Event Marketplace -ის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
BASH Digital Event Marketplace -თან დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით contact@rememberthestore.ge